ჰელპერი!

ჰელპერი არის ციფრული პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს მძღოლებს, სწრაფად და ეკონომიურად, აღმოფხვრან მათი ავტომობილების გაუმართაობა, ან უცაბედად წარმოქმნილი პრობლემა.

ქალაქში უამრავი ავტომობილია, შესაბამისად ხშირია შემთხვევები, როცა ავტომობილს;
- გაუთავდა საწვავი,
- ესაჭიროება ელექტრო გადამყვანებით დაქოქვა,
- ჩაიკეტა კარი,
- დაუზიანდა საბურავი
- ესაჭიროება ბუქსირი, ევაკუატორი,
- და სხვა.

ავტომობილს კი მართავს მძღოლი, რომელმაც არ იცის, არ შეუძლია, ამ პრობლემის მოგვარება და მზად არის, შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში მიიღოს დახმარება სხვისგან.

სწორედ ამ დროს, მის გვერდზე, ან სიახლოვეს, შესაძლებელია იყოს მძღოლი, ან მაცხოვრებელი, ვისაც გააჩნია შესაბამისი ხელსაწყოები და მზად არის გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ადგილზე გაუწიოს დახმარება და მიიღოს დამატებითი შემოსავალი.

სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არის აპლიკაცია ,,Helper”, რომელიც 24/7 ზე დაეხმარება მძღოლებს, ნებისმიერ ადგილზე, სწრაფად მიიღონ ავტომობილთან დაკავშირებული საბაზისო დახმარება.

Helper-ი ლოკაციის მიხედვით აკავშირებს დახმარების მთხოვნელ მძღოლს, დახმარების შესაძლებლობის და სურვილის მქონე პიროვნებასთან, მათი ადგილმდებარეობის და დისტანციის მიხედვით.

Helper-ით სარგებლობა, მძღოლებს მისცემს საშუალებას დაზოგონ დრო, თანხა და თავი აარიდონ ავტომობილის პრობლემისგან წარმოქმნილ დისკომფორტს.
გადმოწერე

სატრანსპორტო საშუალების საბურავის დაბერვა, შეცვლა, შეკეთება.

ავტომობილის დაქოქვა (ელექტრო გადამყვანი)

ავტომობილის კარის გაღება

 საწვავის მიწოდება

ელექტრო გაუმართაობის მოგვარება

ბუქსირი, ევაკუატორი

სათადარიგო საბურავის თხოვება

სხვა

დახმარების მიღება ლოკაციით

აღწერეთ თქვენი პრობლემა, მიუთითეთ თუ რა ფინანსური საშუალება გაქვთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად განსაზღვრული და თქვენი ლოკაციის მიხედვით, ღილაკზე თითის დაჭერით შეატყობინეთ დახმარების მსურველებს.

გადმოიწერეთ აპლიკაცია და მიიღეთ დახმარება, ან დამატებითი შემოსავალი

დიდი მადლობა ბატონ აკაკის, 5 ვარკვლავი დავუწერე! ძალიან მალე გამოეხმაურა აპლიკაციაში ჩემი დახმარების თხოვნას და მალე მოვიდა. ყველას გვქონია სიტუაცია როდესაც დილით სამსახურში გაგვიანდება და აკუმულატორი დაჯდა.

გიორგი

5 ვარკვლავი ბატონო მამუკა ჩემგან თქვენ და უღრმესი მადლობა. ყველას ესმის რა რთულია გოგონასთვის საბურავის შეცვლა შუა გზაზე. ძალიან სასარგებლო აპლიკაციაა.

თიკა

სამსახურში უნდა წავსულიყავი, ჩემი ავტომობილი უბრალოდ არაფერზე რეაგირებდა. აკუმულატორი ახალი მაქვს, საწვავიც მქონდა.
აპლიკაციაში დახმარება ვითხოვე რომელსაც ბატონი ზურაბი გამოეხმაურა და 10 წუთში მოვიდა​. პრობლემა დამცველში აღმოჩნდა რომელის არსებობაზე წარმოადგენაც არ მქონდა. გმადლობთ ბატონო ზურაბ 5 ვარკვლავი შეფასება ჩემგან!!!

ლევანი

დაუწერე შეფასება 

გამოგვიწერეთ

გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში რათა პირველმა გაიგოთ სიახლეები